Saturday, May 26, 2018

GeNPUD-ი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ / GeNPUD v. House of Justice


2018 წლის 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა მიიღო პრეცედენტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ჰუმანური ნარკოპოლოტიკისთვის"  (GeNPUD-ის) ოფიციალურად რეგისტრაციიის დაშვების შესახებ. 
სარჩელი GeNPUD-ის სახელით მომზადდა და სამართალწარმოება განხორციელდა ადვოკატ ლევან ჯორბენაძის დახმარებით, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით GeNPUD-ს უარი განუცხადეს სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურ რეგისტრაციაზე. მოპასუხე საჯარო რეესტრის უარი ემყარებოდა მხოლოდ სახელის „დაწუნებას", რადგან მათი დასაბუთებით მეწარმეთა შესახებ კანონიდან გამომდინარე GeNPUD -ის სახელი -  თითქოს მიიჩნეოდა, როგორც მცდელობა „უკანონო საქმიანობის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა", რაც უსაფუძვლო იყო და არღვევდა ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. სარჩელში და სასამართლო პროცესზე სამართლებრივ არგუმენტებს შორის საჯარო რეესტრის წინააღმდეგ გამოყენებული იყო სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

GeNPUD-ის აღამასრულებელი დირექტორის კონსტანტინე ლაბარტყავას, ასევე ამავე ორგანიზაციის მმართველი წარმომადგენლების და წევრების განცხადებით სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება არის ჩვენი ინტერესთა ჯგუფის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი საშუალება და ახალი შესაძლებლობები, რომ ჩვენი ჯანმრთელობის და უფლებებისთვის თავად ვიბრძოლოთ და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უფრო მეტად გავაძლიეროთ. გადაწყვეტილება ამავედროს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე სიტყვის თავისუფლების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების გზაზე.

On March 26, 2018, Tbilisi City Court Judge Tamar Chuniashvili delivered a landmark judgment on allowing an official registration of Georgian Network of People Who Use Drugs for Human Drug Policy (GeNPUD).

The lawsuit was prepared on behalf of GeNPUD with the legal support provided by lawyer Levan Jorbenadze, after the LEPL National Agency of Public Registry's decision GeNPUD was rejected for official state registration. The registration rejection was based only on the name "problem" because in the opinion of public registry the name of GeNPUD seemed to be an attempt “to put the illegal activities in legal framework", which was unfounded and violated our community’s fundamental rights guaranteed by the Constitution and the European Convention. In the lawsuit and during the trial among legal arguments versus the Public Registry was used the Strasbourg Court’s judgments.

GeNPUD Executive Director Konstantin Labartkava’s, as well as the representatives’ of ruling bodies of the organization and the members make statement that the Court's 26 March 2018 judgment is an important means for the protection of our rights and interests and the new opportunities to fight for our health and the rights and to further strengthen the democratic values in our country. The Judgment is one of the most important cases in the path of democratic development of our country, freedom of expression and the establishment of effective drug policy.

No comments:

Post a Comment