მაგალითად: მხარეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მას განიხილავს "სეკინჭელაშვილის ქუჩის N47/8-ში მდებარე არბიტრაჟი - შპს მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა".
თუ მხარეები შეთანხმდნენ დავის განხილვის ასეთ საშუალებაზე მაშინ ვერც ერთი მხარე შემდგომში დამოუკიდებლად პრეტენზიას ვერ განაცხადებს დავის სასამართლო გზით მოგვარების თაობაზე.
პირობითად: მოგებულია ორგანიზაცია, რომლისთვისაც ნაცნობია კონკრეტული არბიტრი (მაგალითად მასთან მრავალგზის ქონია შეხება); იცის მისი "კომპეტენცია"; დავის განხილვას სწრაფად ამთავრებს; გადაწყვეტილების გამოტანისთანავე იწყებს აღსრულების პროცედურას.
პირობითად: წაგებულია მეორე მხარე, რომელმაც არ იცის და პირველად მოუწია მისთვის კონკრეტულად განსაზღვრულ არბიტრთან შეხება; უფლება არა აქვს შემდგომ დავის განხილვისთვის სასამართლოს მიმართოს; კანონმდებლობით მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ერთმევა. ძალიან შეზღუდული შესაძლებლობებია იმისათვის, რომ არბიტრის გადაწყვეტილება ბათილად იყოს ცნობილი - მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ.
გასათვალისწინებელია, ის რომ არბიტრი არ არის აუცილებელი იყოს იურისტი. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი ან საერთოდ არ ქონდეს პროფესია და განათლება.
სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევებშიც, როდესაც ხშირად ორგანიზაციები მიმართავენ "ერთი ხელშეკრულებიდან მეორე ხელშეკრულებაზე გადამისამართებას". პირველ, ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე მხოლოდ აღნიშნულია ვინ დებს ხელშეკრულებას (მხარეთა რეკვიზიტები) და ძალიან ზოგადად წერია რა საგანზე. ხშირად ხელშეკრულების ბოლოში კი თუ დავაკვირდებით, ვაცხადებთ თანხმობას, რომ ვეთანხმებით ორგანიზაციის ვებ გვერდზე არსებულ, მაგალითად "გენერალურ" ხელშეკრულებას. ვებ გვერდზე არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის კონტროლის მექანიზმი კი ნულის ტოლია. შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლება ორგანიზაციამ შეიტანოს ცვლილება ასეთი სახით არსებულ ხელშეკრულებაში, რომელიც შეიძლება მომავალში მეორე მხარის უფლებების დარღვევის საფუძველი გახდეს.
ლევან ჯორბენაძე
2010 წლის 2 მაისი
No comments:
Post a Comment