Saturday, June 27, 2015

თბილისის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების დაცულობასთან დაკავშირებით / Tbilisi Court Right to Private Life landmark Judgment

8 ივნისი, 2015 წელი
ახალი ამბების სააგენტო GHN:

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსიციის სამინისტროს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და პრეცედნტული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ადამიანის პირად ცხოვრებაში არაკონსტიტუციურ და არაპროპორციულ ჩარევად მიიჩნია 
სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის მოთხოვნა ბავშვისთვის ორზე მეტ წევრიანი სახელის დარქმევის აკრძალვის შესახებ.

საქმე იუსტიიის სამინისტროს წინააღმდეგ გასულ წელს დაიწყო, როდესაც საქართველოში ერთობლივად შექმნილ ოჯახს საქართველოს და ინდოეთი მოქალაქეებს იუსტიციის სახლმა თბილისში უარი განუცხადა საკუთარი ბავშვისათვის სამწევრიანი სახელის დარქმევის და რეგისტრაციის გამო. ოჯახს სურდა, რომ მათი ბავშვის სახელში ასახულიყო ქართული წარმომავლობა და ინდური ტრადიციებიც. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ხისტად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 68-ე მუხლზე, რომ მოქმედი კანონით პირდაპირ იკრძალებოდა ბავშვისათვის ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი სახელის დარქმევა.  
     
მეუღლეების უფლებებს ადვოკატ ლევან ჯორბენაძე იცავდა, მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ კანონი პირდაპირ კრძალავდა ბავშვისათვის ორზე მეტ წევრიანი სახელის დარქმევას მოსამართლე ნანა დარასელიამ ძალიან თამამი და პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მხრიდან ადამიანის პირად ცხოვრეაში ჩარევა არაპროპორციული იყო და ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციი დაცული პირადი ცხოვრების უფლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლომ განაცხადა, რომ ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვის დროს, როგორიცაა პირადი ცხოვრების უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების მარტო შიდა კანონშესაბამისობა არ იყო საკმარისი.

ადვოკატი ლევან ჯორბენაძე ასევე აცხადებს, რომ მოსამართლე ნანა დარასელიას ეს გადაწყვეტილება საქართველოს მართლსაჯულების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი და პროგრესული ნაბიჯია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამოდენიმე დღის წინ დაასაბუთა. სასამართლომ ადვოკატის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი გამოიყენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, დაუშვებელად ცნო საჯარო ხელისუფლების ასეთი ჩარევა ადამიანების პირადი ცხოვრების უფლების განხორციელებაში და იუსტიციის სამინისტროს დაავალა დაბადების მოწმობის გაცემა მშობლების სურვილით, ბავშვის სამწევრიანი სახელით. 

June 8, 2015

Tbilisi Court Right to Private Life landmark Judgment  

Tbilisi City Court delivered the landmark judgment against the Ministry of Justice and ruled that Law of Georgia on Civil Status Acts’ requirement about the prohibition of naming child with multiple parts (consisting of more than two names) is unconstitutional and the disproportionate infringe of private life.

The case originated a year ago against the Ministry of Justice, when Justice House in Tbilisi refused to a family united in Georgia, consisting of citizens of Georgia and India to name and register own baby boy with three names. The family wished that child name bear Georgian and as well as Indian traditions. The Civil Registry of the Ministry of Justice rigidly pointed to the Law of Georgia on Civil Status Acts, article 68 requirements that the current law clearly made illegal to name a baby with more than two names.

The lawyer Levan Jorbenadze represented the spouses, according to him in spite of the fact that the law directly prohibited to name baby with more than two names the judge Nana Daraselia made a very courageous and progressive decision and stated that interference of the Ministry of Justice in private life was disproportionate and violated the right to private life protected by Constitution and European Convention on Human Rights. In addition what is more important the Court ruled that when protecting such a fundamental right as the right to private life in a democratic society, just lawfulness of a decision of the Ministry of Justice is not enough.

The lawyer Levan Jorbenadze also says that this judgment of judge Nana Daraselia in the history of justice development in Goergia is one of the most progressive step and landmark judgment.

Tbilisi City Court reasoned judgment just a few days ago. The court satisfied all the requirements of the lawyer, used Strasburg Court jurisprudence, and according to the Article 8 of the European Convention ruled that Government’s such interference in the private life was unacceptable and ordered the Ministry of Justice to issue the birth certificate with three names on it according to the parents’ wish. 

Tuesday, March 3, 2015

ინტერესთა ჯგუფები v. არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილია მე-5 მუხლით შექმნილი ფუნდამენტი საზოგადოებაში, რომლის მიხედვით „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. ასევე კონსტიტუციის: 26-ე მუხლი ანიჭებს ყველას უფლებას შექმნას საკუთარი საზოგადოებრივი გაერთიანებები და იყოს მისი წევრი ან მონაწილე, 45-ე მუხლი კონსტიტუციაში მითითებულ ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით განავრცობს აგრეთვე იურიდიულ პირებზეც.

არასამთავრობო ორგანიზაციები, იგივე NGO (non-governmental organization), სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოებრივი გაერთიანება, ქართულად ასევე სამართლებრივი ფორმით და სახელწოდებით მოიხსენიებენ, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებად, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით რეგისტრირებული არიან საჯარო რეესტრში. კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია არსებობდეს საინიციატივო ჯგუფები, იგივე არარეგისტრირებული კავშირები და სპონტანურად გაერთიანებული სხვა საზოგადოებრივი ერთობები.

საქართველოს მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ NGO-ები ან ნებისმიერი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებები თავისი მისიიდან გამომდინარე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებებში ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ტიპიურად NGO-ს და სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების ძირითადი პროდუქტი არის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა კონკრეტული მოქმედებებით და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზემოქმედების მოხდენით საზოგადოების ინტერესების დაცვა.   

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 2015 წლის 2 მარტის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 20623 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მაგრამ რეალურად მოქმედი და აქტიური რამოდენიმე ასეული მათგანი შეიძლება იყოს.   

/NGO-ები/               
NGO-ებს უმეტეს შემთხვევაში გააჩნიათ იგივე მეწარმე და კომერციული ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი, მაგრამ შედარებით სუსტი სტრუქტურიზებული მართვის და იერარქიის სისტემა, და გამოირჩევიან იმით, რომ არ არიან მოგებაზე ორიენტირებული. მათ აქვთ უფლება ქონდეთ საკუთარი შემოსავლები, რომელიც მიმართული უნდა იყოს ისევ ორგანიზაციის მისიისთვის მოხმარებაზე. კვლევების მიხედვით საქართველოში NGO-ების დაფინანსების - გრანტების წყაროს საერთაშორისო დონორები წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ არიან საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის კერძო ფონდები და საწარმოები. NGO-ების თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიის არმქონე, დამწყები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ზოგ შემთხვევებში გამოცდილი პროფესიონალებიც. 

საქართველოს რეალობაში ხშირ შემთხვევებში NGO-ები ასოცირდებიან ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის და ციხეებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მებრძოლ პირებად. შესამჩნევია როტაცია NGO-დან ხელისუფლებაში და პირიქით. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი აშკარა იყო 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მმართველი პარტიის შეცვლის შემდეგ, მაგალითად საჯარო რეესტრის სტატისტიკის მიხედვით 2012 წლის ოქტომრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე რეგისტრირებულია 1800-ზე მეტი NGO, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ეს ციფრი 1126 იყო.

თავისთავად საზოგადოებაში ჩნდება უნდობლობა და ეჭვები: დაფინანსების წყაროებთან, მედია საშუალებების მიერ NGO-ებიდან კონკრეტული ექსპერტების გამოყენებაზე, NGO-ების ნაკლებ ანგარიშვალდებულებაზე საზოგადოების წინაშე (უფრო მეტად ისინი ანგარიშვალდებული არიან თავიანთი დონორის წინაშე), საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებულების, გრანტების აღებაზე ორიენტირებულობის გამო ვიდრე კონკრეტული მიზნების მიღწევაზე, მხოლოდ დონორების მიერ დაწესებული პრიორიტეტებზე მორგებულ და ნაკლებად ინოვაციური პროექტების განხორციელების გამოც. ასევე მიიჩნევა, რომ მხოლოდ ქველმოქმედებაზე ორიენტირებულობის გამო ძირი ეთხრება სიღარიბის აღმოფხვრას, რადგან ე.წ. მსხვერპლები - მიზნობრივი ჯგუფები ყოველთვის ისევ ელოდებიან მოწყალებას და ხდებიან მასზე დამოკიდებული. 

2011 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ხალხი არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებთან, მაგალითად კომპანიებთან შედარებით NGO-ებს უფრო  მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეთ, განსაკუთრებით მათ ვინც დაფინანსებას უცხო ქვეყნების ორგანიზაციების ან ადგილობრივად სახელმწიფოდან იღებს, რადგან ეს ფული გადასახადის გადამხდელებისგან მოედინება და ეძლევა არა კონკრეტულად, რომელიმე ინდივიდს არამედ საქართველოს და მიმართულია კონკრეტული საკითხების მოწესრიგებისაკენ. ამიტომ საზოგადოებაში მეტი ნდობის მოპოვებისათვის აუცილებელია NGO-ები უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყვნენ საზოგადოების წინაშეც. 

ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნითაც ზოგიერთმა სახელმწიფომ კრიტიკის მიუხედავად გარკვეული ღონისძიებებიც მიიღო - უცხო აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის სახით იმ უცხო პირების ან ორგანიზაციების მიმართ, რომელიც მათ სახელმწიფოში მოქმედებენ, მაგალითად აშშ-მ 1938 წელს და მსგავსი, მაგრამ თავისებურად განსხვავებული რუსეთმა 2012 წელს.   

/ინტერესთა ჯგუფები/
ინტერესთა ჯგუფებიც NGO-ების მსგავსად ანალოგიურია, მაგრამ არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი განსხვავებები. ინტერესთა ჯგუფის ძირითადი დამახასიათებელი შესაძლებელია იყოს მისი სპონტანურობა და რომელიმე კონკრეტული მისიის მისაღწევად პირთა გაერთიანება ან ინდივიდუალური აქტიურობა, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია იყოს, როგორც კონკრეტული ვიწრო ინტერესებზე ორიენტირებული, ასევე ზოგადი მისიის მატარებელიც. 

მაგალითად პირობითად ვიწრო ინტერესით შესაძლებელია დავახასიათოთ იმ პირთა გაერთიანება, რომელიც ავტომობილის ღვედის გამოუყენებლობის გამო დაზარალდა და ლობირებს მხოლოდ მის აქტიურ გამოყენებას, ან დასაქმებულთა გარკვეული ჯგუფი, როდესაც წარსულში მათი ერთ-ერთი მშენებლობაზე დასაქმებული წევრი კონკრეტული აღჭურვილობის არქონის გამო დაიღუპა და სურთ იმ წესის შემოღება, რომელიც დაავალებს დამსაქმებელს ამ მხრივ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. ასევე პირობითად ფართო მიზნებით გაერთიანებულ ინტერესთა ჯგუფად, შეიძლება დავახასიეთოთ რომელიმე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ერთი ინტერეს ჯგუფად ჩამოყალიბება, რომელსაც სურს ქვეყანაში ამავე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც საზოგადოებაში ასევე სახელმწიფოს მხრიდან მათი კონკრეტული ინტერესების გასათვალისწინებლად.

არაერთი საერთო ნიშან-თვისებებისა ინტერესთა ჯგუფი უფრო მეტად ბუნებრივი, დამოუკიდებელი და გულწრფელი გაერთიანებაა. თავისი არსით დამოუკიდებელია, რადგან მათ წევრებს საზოგადოებაში და სახელმწიფო მმართველობაში არსებული ნაკლოვანებებიდან გამომდინარე სპონტანურად წარმოშობილი კონკრეტული მოტივაცია ამოძრავებთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რომელმაც ისინი ან მათი ახლო ადამიანები მნიშვნელოვნად დააზარალა. გულწრფელი და საქმის მცოდნე, რადგან ისინი პირადად გრძნობენ საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემას და კონკრეტული ემოციური მაგალითებით ეფექტურად ზემოქმედებენ საზოგადოებაზე და რაც მთავარია გააჩნიათ დაწვრილებით ჩამოყალიბებული დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ სურთ დასახული კონკრეტული მიზნების მიღწევა.

NGO-ებისგან განსხვავებით, რომელთა მიერ საპროექტო აქტივობა ძირითადათ ფულის მიღებითაა მოტივირებული, ინტერესთა ჯგუფის დაფინანსება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არ იყოს აუცილებელი, განსაკუთრებით მათთვის ხელფასების გადახდა და ხშირ შემთხვევებში ასეთი სახის გაერთიანებები მათი წევრების შემოწირულობაზეა დამოკიდებული და ფინანსური სახსრები მიმართულია კონკრეტული კამპანიების თუ მოქმედებების დასაფინანსებლად, ამიტომ ინტერესთა ჯგუფების პროფესიონალიზმის და დამოუკიდებლობის ხარისხი, მიზნის მიღწევა და კონკრეტული ცვლილებების გამოწვევა უფრო მეტად მაღალი და მიღწევადი რეალობაა.

ინტერესთა ჯგუფების სიმრავლე და აქტიურობა განაპირობებს არა მარტო ვინმეს, ადგილობრივი თუ უცხო ქვეყნის პირების თუ ორგანიზაციების წინასწარ დადგენილ პრიორიტეტებით ხელმძღვანელობას, არამედ იძლევა საშუალებას მოხდეს საკითხების დივერსიფიცირებაც მათი აქტუალობის და ადგილობრივი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, მაგალითად ეკონომიკური საკითხების და ბიზნესის ირგვლივ გაერთიანებები, რაც საბოლოოდ განაპირობებს საქართველოში ინტერესთა ჯგუფების შექმნას და სახელმწიფოს განვითარებას ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით.   

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კრიტიკისა ნებისმიერი საზოგადოებრივი გაერთიანებები მათი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმებისა, მათი მოცულობის, მოტივისა თუ ზეგავლენისა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და დემოკრატიულ საზოგადოებაში მათი უპირატესობა სწორედ მრავალფეროვნებაში და ამ მხრივ მათ მიერ ძალთა დაბალანსებაშია.
ლევან ჯორბენაძე 
2015 წლის 3 მარტი